ჩვენს შესახებ

საქართველოს ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი, ეს არის ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ არსებული ინფორმაციის ცენტრალიზებული წყარო, სადაც ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ცენტრში, ასევე ცხელი ხაზის ნომრებზე და ვებ პორტალის დახმარებით.

ცენტრი წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის და   ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის“ ერთობლივ ინიციატივას. იურიდიულად იგი ატარებს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსს.

საინფორმაციო ცენტრის მიზანია ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების განვითარებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა საინფორმაციო მხარდაჭერისა და კონსულტირების გზით.

ცენტრის ამოცანებია:

·         ახალგაზრდულ შესაძლებლობათა შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება;
·         ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;
·         ახალგაზრდებისათვის კონსულტაციის გაწევა მათთვის აქტუალურ საკითხებზე;
·         ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობის პროცესში;
·         საინიციატივო ჯგუფებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის პოპულარიზება საზოგადოებრივად სასარგებლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის.




თქვენი ელ-ფოსტის მისამართი
ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი © 2010 Youth Information Centre