ჩვენ გთავაზობთ

 

საქართველოს ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ საინფორმაციო მხარდაჭერას და ახალგაზრდულ სფეროსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაციის მოძიებას ერთ ადგილზე – ჩვენთან! 

საინფორმაციო ცენტრის მუშაობა გაყოფილია ორ ძირითად მიმართულებად: ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებები.

ფორმალური განათლების მიმართულება გულისხმობს ინფორმაციის მოპოვებას, გავრცელებას და კონსულტირებას აკადემიური განათლების შესაძლებლობათა, სტიპენდიების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ კოორდინირებული სასწავლო პროგრამების შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

არაფორმალური განათლების მიმართულება ითვალისწინებს ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, ახალგაზრდული გაცვლების, სასწავლო ვიზიტების, სამუშაო შეხვედრების, კონკურსების, სტაჟირებების და არაფორმალური განათლების სხვა შესაძლებლობათ შესახებ მაქსიმალურად სრული ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებას მიზნობრივ ჯგუფში.

გარდა ზემოთაღნიშნული ორი მიმართულებისა, ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ცენტრში შეუძლიათ  მოიპოვონ:

·      ინფორმაცია საგრანტო განაცხადების კონკურსების შესახებ.

·      ინფორმაცია საქართველოში ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების და ახალგაზრდობის საქმეებზე პასუხისმგებელი სამთავრობო სტრუქტურების შესახებ.

·      ინფორმაცია ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და სხვა

უახლოეს მომავალში ცენტრში იგეგმება მცირე ბიბლიოთეკის გახსნა. 

იყავით ხაზზე, მოგვწერეთ, დაგვისვით კითხვები, გაგვიზიარეთ თქვენი სიახლეები,  მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ან დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რათა ყველამ გაიგოს მათ შესახებ!

ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ!

 

 

 



თქვენი ელ-ფოსტის მისამართი
ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი © 2010 Youth Information Centre