სტაჟირება
AIESEC საქართველო
AIESEC საქართველო ახალგაზრდებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს (სტაჟირებებს).
AIESEC-ის გლობალური ქსელი ყოველწლიურად თავის 4500-ზე მეტ წევრს საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მენეჯმენტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, განათლების ან განვითარების სფეროებში მუშაობის შესაძლებლობით უზრუნველყოფს.
გაცვლითი პროგრამების ტიპები:
- მენეჯმენტი – ადმინისტრირებასთან, ფინანსებთან, ბუღალტერიასთან, მარკეტინგთან, პროექტების მართვასა და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული სტაჟირებები.
- განვითარება – ძირითადად ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ ტიპის სტაჟირებები როგორც წესი დაკავშირებულია თემის განვითარების საკითხთა ფართო წრესთან.
- ტექნიკური – სტაჟირება დაკავშირებულია ვებ მენეჯმენტსა და განვითარებასთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ქსელებთან, მონაცემთა ბაზებთან, ასევე გარკვეულწილად ინჟინერიასთან.
- საგანმანათლებლო – სასწავლო გეგმების გაუმჯობესებასთან, სწავლებასთან და საგანმანათლებლო სფეროს რეკომენდაციებთან დაკავშირებული სტაჟირება.
სტაჟირების პროცესის ეტაპები:
- შერჩევა და განცხადება – AIESEC-ში გაწევრიანებისა და მისი არსის გაგების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეუდგეთ დაკვირვების პროცესს, რათა შეაფასოთ თქვენი გამოცდილება და მოტივაცია AIESEC-ის სტაჟირების განსახორციელებლად.
- მომზადება – AIESEC ზრუნავს რესურსებზე, ტრენინგებსა და მხარდაჭერაზე, რათა მოგამზადოთ თქვენ საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მუშაობისათვის. ეს ეტაპი მოიცავს ვიზირების პროცედურასაც.
- დამთხვევა - თქვენ მოგცემენ წვდომას ჩვენს სამსახურების ონლაინ მონაცემთა ბაზებთან და გასწავლიან მათში მუშაობას. რაც უფრო მოქნილი იქნებით, მით უმჯობესია.
- ინტეგრირება – AIESEC-ის წევრები თქვენს მიმღებ ქვეყანაში დაგეხმარებიან სიტუაციასთან ადაპტირებაში, შეგიქმნიან რა სოციალური და კულტურული საქმიანობის შესაძლებლობებს.
- რეინტეგრირება: – სახლში დაბრუნებისას AIESEC დაგეხმარებათ შეგუებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
დეტალები:
- ხანგრძლივობა: 2-დან 18 თვემდე
- ხელფასი ფარავს თქვენს საცხოვრებელ დანახარჯებს (გარდა განვითარების სტაჟირებისა)
- დამთხვევის პროცესისათვის 3-7 თვეა საჭირო
- სააპლიკაციო მოსაკრებელი იცვლება ქვეყნების მიხედვით
- მოსაკრებელში არ შედის გადაფრენის საფასური
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://aiesec.ge/




მთავარი მენიუ
პარტნიორები
