NIMD საქართველოს წარმომადგენლობა, დემოკრატიის განათლების პროგრამის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე


2010-07-15

 

ჰოლანდიის ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდამჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. NIMD ამჟამად მუშაობს 16 ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

NIMD საქართველოს წარმომადგენლობა, დემოკრატიის განათლების პროგრამის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე.  დემოკრატიის განათლების პროგრამა დემოკრატიის ერთგული აქტივისტებისა და მომავალი პოლიტიკური ლიდერების აღზრდას ემსახურება. პროგრამის მიზანია გაზარდოს ცოდნა დემოკრატიის პრინციპებისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ საქართველოს რეგიონებში.  NIMD სამიზნე ჯგუფს ამ პროგრამისთვის წარმოადგენენ ახალგაზრდები, რომელნიც მომავალში პოლიტიკურ ლიდერებად ჩამოყალიბდებიან, სათავეში ჩაუდგებიან საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოძრაობებს.

პოზიცია: სტაჟიორი/სრულ განაკვეთზე 

ხანგრძლივობა:  3 თვე

მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში, სასურველია სპეციალიზაცია პოლიტიკური მეცნიერებაში ან საერთაშორისო ურთიერთობებში;

-სამოქალაქო განათლების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

- გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზებასა და პროექტების მართვაში;

-საერთაშორისო/ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;

-ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

-MS Office  პროგრამების ცოდნა.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 31 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ დოკუმენტს. 

 

 

მიმაგრებული ფაილი: 20100715100742_NIMD_Internship_2010_Democracy_Education.pdf.pdf
გაზიარება

თქვენი ელ-ფოსტის მისამართი
ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი © 2010 Youth Information Centre