სტამბოლის სეჰირის უნივერსიტეტის საბაკალავრო სტიპენდიები


2010-07-26

განცხადება: სტამბოლის სეჰირის უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას სასტიპენდიო საბაკალავრო პროგრამაზე მეცნიერებათა და ხელოვნების მიმართულებით. 

სტიპენდიით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამებია: ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებანი და საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, ისტორია, მენეჯმენტი, კინო და ტელევიზია, კომპიუტერული და საინჟინრო მეცნიერებანი და .. 

პროგრამის ხანგრძლივობა: ოთხი წელი თუმცა, სტიპენდიანტ სტუდენტებს აღნიშნული ვადის შემცირება შეუძლიათ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის კურსებში მონაწილეობით. 

პროგრამის ძირითად სასწავლო ენა: ინგლისური.

სტიპენდია სრულად ანაზღაურებს სასწავლო პროცესთან, დაბინავებასა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 2 აგვისტო.

დამატებითი ინფრომაცია:

http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=435&info_id=2647

გაზიარება

თქვენი ელ-ფოსტის მისამართი
ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი © 2010 Youth Information Centre