არაფორმალური განათლება
არაფორმალური განათლება, ეს არის უწყვეტი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის დროსაც პიროვნებას ყოველდღიური გამოცდილების შედეგად უყალიბდება დამოკიდებულებები, შეხედულებები და ფასეულობები, იძენს გარკვეულ უნარებს და თვისებებს.
ამასთან არაფორმალური განათლება გულისხმობს ინდივიდუალური თუ სოციალური განათლების ნებისმიერი სახის დაგეგმილ (ზოგ შემთხვევაშ სპონტანურ) პროგრამას, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და მიზნად ისახავს კომპეტენციის, ცოდნისა თუ უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
არაფორმალური განათლება გულისხმობს: ტრეინინგ-სემინარებს, ახალგაზრდული გაცვლით პროგრამებს, მოხალისეობრივ სამსახურს, ბანაკებს და გამოცდილების მიღების სხვა შესაძლებლობებს.
სატრენინგო კურსი, სემინარი და სამსახურეობრივი გაცვლითი პროექტები
ტრენინგი არის სასწავლო კურსი კონკრეტულ თემაზე, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეთა კომპეტენციის , ცოდნის, უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებების გაუმჯობესებას.
სემინარი არის თეორიულ მასალაზე დამყარებული ორგანიზებული მოვლენა/აქტივობა , რომელიც გულისხმობს მონაწილეთა წარმატებული გამოცდილების გაზიარებას და დისკუსიას არჩეული თემის გარშემო .
სამსახურეობრივი გაცვლა (პრაქტიკული სწავლებით გამოცდილების მიღება) -გულისხმობს სხვა ქვეყანაში, პარტნიორ ორგანიზაციაში დროებით მუშაობას, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს მიიღოს ახალი გამოცდილება, შეიძინოს/დახვეწოს უნარ-ჩვევები და დაამყაროს ახალი გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ორგანიზაციებს შორის.
რას გულისხმობს ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი?
ეს არის პროექტი რომელიც საშუალებას აძლევს ორი ან მეტი ქვეყნის ახალგაზრდებს ერთად მოიყარონ თავი და ისაუბრონ მნიშვნელოვან თემებზე, ამასთან გაიგონ მეტი ერთმანეთის კულტურების შესახებ.
ჩვეულებრივ ჯგუფს რომელიც მიემგზავრება რომელიმე ქვეყანაში, ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის ფარგლებში უნაზღაურდება მგზავრობის ხარჯების 70%, კვების და ცხოვრების ფული კი მთლიანად მომწვევი ორგანიზაციის მიერ იფარება.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
13-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს (ზოგიერთ შემთხვევაში 30 წლამდე) + ჯგუფის ლიდერი, რომელსაც პასუხისმგებელია ჯგუფზე და აკისრია წინა მოსამზადებელი ორგანზიაციული საკითხების მოგვარება (ასაკი განსაზღვრული არ არის).
რა არის ევროპის მოხალისეობრივი სერვისი?
ევროპის მოხალისეობრივი სერვისი (EVS) - გულისხმობს ქართველი ახალგაზრდების გაგზავნას ევროპაში მოხალისედ და პირიქით, ევროპელების მიღებას საქართველოში.
პროექტის ხანგრძლივობა: მინიმალური-2 თვე
მაქსიმალური-12 თვე
მოხალისეს აქვს შესაძლებლობა გარკვეული დროის განმავლობაში იმუშაოს საზღვარგარეთ მოხალისედ და ამით დაეხმაროს საზოგადოებას, შეიძინოს ახალი უნარ-ჩვევები, მიიღოს გამოცდილება ახალ სფეროში, დაეუფლოს უცხო ენასა და გაეცნოს იმ ქვეყნის კულტურას.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ნებისმიერ ახალგაზრდას 18-დან 30 წლამდე




მთავარი მენიუ
პარტნიორები
