ახალგაზრდობა მოქმედებაში
ახალგაზრდობა მოქმედებაში - არის ევროკავშირის მიერ შექმნილი პროგრამა ახალგაზრდებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ევროპელებს გაუჩინოს ევროპის მოქალაქეობის, სოლიდარობისა და ტოლერანტობის გრძნობა და ჩართოს ისინი ევროკავშირის მომავლის ფორმირებაში.
პროგრამის პრიორიტეტები:
ევროპის მოქალაქეობა
ახალგაზრდების მონაწილეობა
კულტურის მრავალფეროვნება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ჩართულობა
პროგრამა ხელს უწყობს არაფორმალური განათლებისა და კულტურათშორის სწავლების დონის ამაღლებას, ახალგაზრდების (როგორც ევროკავშირის ფარგლებს შიგნით , ისე მის გარეთაც) ჩართვას , მათი განათლების, სოციალური თუ კულტურული წარმომავლობის მიუხედავად .
ვისთვის არის გათვალისწინებული პროგრამა?
ახალგაზრდებისათვის 13-30 წლამდე
აქტიური ახალგაზრდებისა და აქტივისტებისათვის
ახალგაზრდული ორგანიზაციები
ახალგაზრდული პროგრამების და არაფორმალური განათლების კოორდინატორებისათვის
სხვა არაკომერციული ორგანიზაციებისა და სრუქტურებისათის
პროგრამაში ჩართულია ევროკავშირში გაერთიანებული 27 ქვეყანა , ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციიაციაში შემავალი 3 ქვეყანა (ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი)
თურქეთი ( ევროპის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა)
პარტნიორი ქვეყნები : აღმოსავლეთ ევროპა და კავკასიის რეგიონი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსეთი, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა).
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები: ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, მაროკო, პალესტინა, სირია და ტუნისი.
6 ქვეყანა გაერთიანებისა და სტაბილიზაციის პროცესში : ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო
და სხვა ქვეყნები, რომლებმაც მოაწერეს ხელი ევროკავშირთან თანამშორომლობაზე ახალგაზრდულ პროგრამებთან დაკავშირებით.




მთავარი მენიუ
პარტნიორები
