ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტების უმრავლესობა საერთაშორისო აპლიკანტებისათვის ითხოვს წარსადგენი საბუთების იდენტურ ჩამონათვალს. არსებობს მცირე სხვაობები უნივერსიტეტების სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენს მიერ მოცემული დოკუმენტაციის ჩამონათვალი ყველა საერთაშორისო სასწავლებლის მოთხოვნაა. თქვენს მიერ არჩეული უნივერსიტეტის შესაბამისად ქვემოთ ჩამოთვლილ საბუთებს შესაძლოა დაემატოს სხვა დოკუმენტაციაც ან მოცემული საბუთები უნივერსიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებულ ფორმატში წარადგინოთ. ჩვენ გთავაზობთ დოკუმენტების იმ ძირითად ჩამონათვალს, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად დაგჭირდებათ. 

საზღვარგარეთ სასწავლებლად წარსადგენი საბუთების სია:

განაცხადის ფორმა/აპლიკაცია 

სამოტივაციო წერილი ( დაყოფილი სამ ნაწილად ): 

1. ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიული მიზნები. დაგეხმარათ თუ არა თქვენი წარსული გამოცდილება ამ მიზნების დასახვაში? პასუხი 400 სიტყვას არ უნდა აღემატებოდეს.

2. აღწერეთ რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან წვლილად, რომელიც საზოგადოებას შემატეთ. პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას.

3. დაწერეთ ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც გაუზიარებთ მიმღებ კომიტეტს. თქვენი პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას.

სტანდარტული CV/რეზიუმე

ტესტის კოდები:   GRE ან GMAT-ის ყველა განმცხადებელსთვის: 

TOEFL ან IELTS გამოცდის შედეგები, ვისთვისაც ინგლისური მეორადი ენაა. ენის გამოცდების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.toefl.org ან www.ielts.org

სამი სარეკომენდაციო წერილი _ საჭიროა ყველაზე ცოტა 2 რეკომენდაცია, შედგენილი იმ ლექტორების მიერ, რომლებიც კარგად გიცნობენ. რეკომენდაცია ამოაბეჭდილი უნდა იყოს უნივერსიტეტის შტამპიან ფურცელზე და ხელმოწერილი  ლექტორების მიერ. მიუთითოთ სარეკომენდაციო წერილის ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია. თარგმნეთ რეკომენდაციები იმ უცხო ენაზე, რომელსაც  ფლობთ. გაითვალისწინეთ რომ ზოგიერთ პროგრამას სპეციალური სარეკომენდაციო წერილის ფორმები აქვს, ამ შემთხვევაში სწორედ ეს ფორმა უნდა შეავსებინოთ თქვენს ლექტორს.

ტრანსკრიპტი ანუ აკადემიური ცნობა. იგი უნდა მოიცავდეს სკოლაში ან უმაღლეს სასწავლებელში  გავლილი დისციპლინებისა და მათი შეფასებების დაწვრილებით ჩამონათვალს.                                                

საჭიროა ანკეტა-განცხადების (application form) შევსება, ატესტატის, დიპლომის და დანართების ასლის გაკეთება. 

განმცხადებლებმა  უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები დასკანერებული ფორმით:

1. ოფიციალური დოკუმენტი მოწოდებული სკოლის მიერ, საგნების ჩამონათვალით და ნიშნების ფურცლით. ( ნათარგმნი ინგლისურ ენაზე )                                                   

2. დიპლომის ასლი ( ნათარგმნი ინგლისურ ენაზე ).                  

 

 



თქვენი ელ-ფოსტის მისამართი
ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი © 2010 Youth Information Centre